საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

08/06/2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულების ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების (განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:

  1. მართვის პროცესებისა და მოწყობილობების განყოფილება:
    განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, მართვის პროცესების სპეციალისტი,
  2. ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება:
    მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი,
  3. ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება:
     მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი,
  4. ენობრივი მოდელირების განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, პროგრამისტი.

 

მის: თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 72

პასუხისმგებელი პირი - ნინო ჯავაშვილი 

I.    განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

 

  1. განცხადებების მიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ მისამართზე 2020 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე;
  2. კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 17-18 სექტემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები საკონკურსო კომისიის მიერ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 18 სექტემბრისა თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე https://gtu.ge/msi/;
  3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2020 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით; 

II. საკონკურსო პირობები

  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
    ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო–კვლევითი მოღვაწეობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; გააჩნია განყოფილების თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო სპეციალობა; ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 სამეცნიერო ნაშრომისა (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალში ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის მასალებში), რომელთაგან 3 მაინც — საერთაშორისო მასშტაბით რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემაში ან/და საერთაშორისო კონფერენციათა მასალებში.
    ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, - გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ბოლო სამი წლის მანძილზე 1 სამეცნიერო ნაშრომი მაინც.
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
    ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. ინსტიტუტის ვებგვერდზე https://gtu.ge/msi/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
    ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
    გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით
    დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
    ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

I I I. კონკურსის ჩატარების წესი 

  1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
  2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

სიახლეებში დაბრუნება