მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში 32 საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

სტუ-ში 32 საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

03/30/2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 32 პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან  დაფინანსდება. 

პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამები ხელს უწყობს ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.  აღსანიშნავია ისიც, რომ სტუ საგანმანათლებლო პროგრამებზე ადგილების  ზუსტად იმ რაოდენობას აცხადებს, რამდენი სტუდენტის მიღებაც არის შესაძლებელი.

რატომ სტუ?

2022-2023  სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა:

1. მშენებლობა (ადგილების რაოდენობა- 250 )

2. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (ადგილების რაოდენობა- 230)

3. გეოლოგია (ადგილების რაოდენობა- 50)

4. სამთო და გეოინჟინერია (ადგილების რაოდენობა- 90)

5. საინჟინრო გეოდეზია (ადგილების რაოდენობა- 40)

6. საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა (ადგილების რაოდენობა 40)

7. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია (ადგილების რაოდენობა- 40)

8. ქიმია (ადგილების რაოდენობა- 30)

9. მეტალურგია (ადგილების რაოდენობა- 10)

10. მასალათმცოდნეობა (ადგილების რაოდენობა- 10)

11. გარემოსდაცვითი ინჟინერია (ადგილების რაოდენობა- 25)

12. ტრანსპორტი (ადგილების რაოდენობა- 40)

13. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია (ადგილების რაოდენობა- 10)

14. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია (ადგილების რაოდენობა- 30)

15. არქიტექტურა (ადგილების რაოდენობა- 180)

16. მათემატიკა (ადგილების რაოდენობა- 30)

17. საინჟინრო ფიზიკა (ადგილების რაოდენობა- 30)

18. ბიოსამედიცინო ინჟინერია (ადგილების რაოდენობა- 50)

19. მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი (ადგილების რაოდენობა- 30)

20. ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ადგილების რაოდენობა- 25)

21. აგრარული ტექნოლოგიები (ადგილების რაოდენობა- 60)

22. მევენახეობა და ენოლოგია (ადგილების რაოდენობა- 120)

23. აგრონომია(ადგილების რაოდენობა- 60)

24. სასურსათო ტექნოლოგია (ადგილების რაოდენობა- 150)

25. მეცხოველეობა (ადგილების რაოდენობა- 20)

26. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია(ადგილების რაოდენობა- 10)

27. აგროინჟინერია (ადგილების რაოდენობა- 10)

28. სატყეო საქმე (ადგილების რაოდენობა- 60)

29. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება (ადგილების რაოდენობა- 20)

30. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი(ადგილების რაოდენობა- 40)

31. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (ადგილების რაოდენობა- 20)

32. ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა(ადგილების რაოდენობა- 10)


აირჩიე სტუ - N003


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11