მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ–ის 100 წლის იუბილე – პარტნიორობის 33 წელი htw saar-თან

სტუ–ის 100 წლის იუბილე – პარტნიორობის 33 წელი htw saar-თან

03/04/2022


ზაარლანდის მიწის დედაქალაქ ზაარბრიუკენის სახელით გულითადად ვულოცავ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და ვუსურვებ ამ სახელგანთქმულ უნივერსიტეტს კვლავ ასეთი პოზიტიური განვითარების გაგრძელებასა და დიდ წარმატებებს კვლევებსა და სწავლებაში.

1975 წლიდან ზაარლანდის მიწის დედაქალაქ ზაარბრიუკენს და საქართველოს დედაქალაქ თბილისს აკავშირებთ პარტნიორობა.  ეს მართლაც  განსაკუთრებული რამ იყო რკინის ფარდის დაცემამდე. ასევეა პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. 1989 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება მაშინდელ „საქართველოს პოლიტექ-ნიკურ ინსტიტუტსა“ და იმჟამინდელ ჩვენს ინსტიტუტს შორის. ისევე როგორც ჩვენი ქალაქების პარტნიორობამ, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობამაც გაუძლო პოლიტიკური სისტემის ცვლილებებს. ასევე აღნიშნული უნივერსიტეტების შემდგომმა განვითარებამ და ცვლილებებმა არაფერი შეცვალა ჩვენს კარგ პარტნიორობაში. პოლიტექნიკური ინსტიტუტი გახდა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ (GTU), ხოლო ჩვენი ინსტიტუტი – „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი“ (htw saar).

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ბოლო განახლება მოხდა 2021 წელს საზეიმო ხელმოწერით. მას შემდეგ გააქტიურდა არა მხოლოდ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაცვლა, არამედ ზაარლანდის მიწის დედაქალაქი ზაარბრიუკენიც სიამოვნებით უჭერს მხარს ამ აქტივობებს. აქედან გამომდინარე, უკანასკნელ წლებში განხხორციელდა არაერთი პრაქტიკა დოქტორანტებისთვის, მათ შორის ასევე ჩვენს მერიაში და ნაწილობრივ ჩვენი შუამავლობით სხვა ორგანიზაციებშიც. მოხარული ვიქნები გაცვლითი აქტივობების შემდგომი გაღრმავებით მათ შორის სტუდენტების გაცვლისა და ერთობლივი ხარისხის მინიჭების კუთხით. ზაარლანდის მიწის დედაქალაქი ზაარბრიუკენი სიამოვნებით დაუჭერს მხარს ამ გზას თავისი ძალის ფარგლებში.

თქვენი,

უვე კონრადტი

ქალაქის მერი



Landeshauptstadt Saarbrücken

Der Oberbürgermeister

Grußwort

100 Jahre GTU – 33 davon in Partnerschaft mit der htw saar

Im Namen der Landeshauptstadt Saarbrücken gratuliere ich herzlich zum 100. Gründungsjubiläum der Technischen Universität Georgiens und wünsche dieser renommierten Hochschule weiterhin eine so positive Entwicklung wie bisher und beste Erfolge in Forschung und Lehre.

Seit 1975 verbindet eine Städtepartnerschaft die Landeshauptstadt Saarbrücken mit der georgischen Hauptstadt Tbilissi. Das war vor dem Fall des Eisernen Vorhangs wirklich etwas Besonderes, und das gilt auch für die Partnerschaft mit der Technischen Universität Georgiens. 1989, noch zu Sowjetzeiten, wurde ein Kooperationsvertrag zwischen dem damaligen Georgischen Polytechnischen Institut und der damaligen Fachhochschule des Saarlandes geschlossen. Wie die Städtepartnerschaft hat auch diese Hochschulkooperation den politischen Systemwechsel gut überstanden. Auch alle Veränderungen und Weiterentwicklungen, die die Hochschulen seitdem selbst durchgemacht haben, haben nichts daran geändert. Das Polytechnische Institut wurde zur Technischen Universität Georgiens (GTU), die Fachhochschule des Saarlandes zur Hochschule für Technik und Wirtschaft des Saarlandes (htw saar).

Die letzte Aktualisierung und Neufassung des Kooperationsvertrages wurde 2021 feierlich unterzeichnet. Seitdem hat sich nicht nur der Austausch zwischen den Hochschulen weiter intensiviert, auch die Landeshauptstadt Saarbrücken begleitet gerne unterstützend diese Aktivitäten. So wurden in den letzten Jahren mehrere Hospitationen für Doktorandinnen und Doktoranden durchgeführt, teils in unserer Stadtverwaltung, teils auf unsere Vermittlung in anderen Einrichtungen. Ich freue mich auf eine weitere Vertiefung der Austauschaktivitäten bis hin zu studentischem Austausch und gemeinsamen binationalen Studienabschlüssen. Die Landeshauptstadt Saarbrücken wird diesen Weg gerne nach Kräften unterstützen.

Ihr

Uwe Conradt

Oberbürgermeister









სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11