მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ფარგლებში საგანამანათლებლო პროგრამის შეცვლის(შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ!

სტუ-ის ფარგლებში საგანამანათლებლო პროგრამის შეცვლის(შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ!

02/25/2022

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021 - 2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს 2022 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით.

შენიშვნა:

·      ის სტუდენტები, რომლებიც სტუ-ში ჩაირიცხნენ 2020 და 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები.  (აღნიშნული შეზღუდვა  არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე)

·      ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტს  არ აქვს მობილობით სარგებლობის უფლება.

შიდა მობილობის განცხადების ფორმა იხილეთ აქ.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11