10/29/2021
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციები და სემინარები არ ჩატარდება. არჩევნების დღე უქმედ არის გამოცხადებული და ეს ეხება სასწავლო პროცესსაც.
ხვალ ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივიდეთ არჩევნებზე.