მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებსა და კოლეგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებსა და კოლეგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

10/12/2021



ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორ-მასწავლებლებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი. გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკურსელებს, რომლებმაც გადადგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებისკენ და გახდნენ ქვეყანაში უმსხვილესი უნივერსიტეტის ნაწილი. უნივერსიტეტის, რომელიც სულ მალე დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ახალგაზრდებო, თქვენთვის დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია, რადგან იწყება თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. მინდა გისურვოთ წარმატება ამ გზაზე, ხოლო მომავალში წინსვლა და მიღწევები პროფესიულ ასპარეზზე. გახსოვდეთ, რომ თქვენს მშობლებთან ერთად, თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ვართ ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი, თქვენი წარმატება კი, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან.

საქართველოში განათლების სტანდარტი ყოველწლიურად მაღლა იწევს, შესაბამისად გარემოც უფრო კონკურენტული და გამოწვევებით სავსე ხდება. თქვენ უნდა გქონდეთ ამბიცია, იმისა, რომ იყოთ ლიდერები ამ ეპოქაში და სტუდენტობის შეუდარებელი წლები პროდუქტიულად გამოიყენოთ. თითოეულ თქვენგანში მე ვხედავ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგხდით არა მარტო დარგის კარგ სპეციალისტებს, არამედ გაქცევთ ღირსეულ, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პიროვნებებად. თქვენ დაწერთ ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიას, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებებითა და გამოცდილებებით აღსავსე, ახალ სასწავლო წელს გისურვებთ!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11