საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წელს იწყებს ჰიბრიდულ რეჟიმში. რაც სალექციო/სასემინარო კურსის – ონლაინ რეჟიმში, ხოლო ლაბორატორიული სამუშაოების კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, დასწრებულ რეჟიმში წარმართვას გულისხმობს. ამასთან, ყველა საგნის გამოცდა და ტესტირება, უნივერსიტეტში ჩატარდება.
რაც შეეხება ცხრილებს, მათი ხილვის საშუალება, პარასკევს ჩვენი უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგეძლებათ. ცხრილებში ასევე მითითებული იქნება სად და რა ფორმით ტარდება ლექცია.