მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას

10/04/2021

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს ინგლისური ენის და რუსული ენის უფროსი მასწავლებლის პოზიციებზე

ვაკანსიების რაოდენობა:  50 (25 - ინგლისური ენა; 25 - რუსული ენა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

  • უმაღლესი განათლება ინგლისური/რუსული ენის ფილოლოგიის განხრით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციით;
  • ინგლისური/რუსული ენის მასწავლებლად მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისურ/რუსულ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა;
  •  ინგლისური/რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა (დადასტურებული საერთაშორისო აკრედიტებული სერტიფიკატით). პირს, რომელიც არ ფლობს შესაბამის სერტიფიკატს, მოეთხოვება ჩააბაროს გამოცდა შესაბამისი დონის დამდგენი ტესტის სახით.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ

  • შრომითი ხელშეკრულების ვადა -10 თვე;
  • სამუშაო გრაფიკი - საათობრივი დატვირთვა;
  • ერთი საათის ღირებულება -15 ლარი;

მონაწილეთა შეზღუდვა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ  ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. 
შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა

განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი).

კანდიდატთა განცხადებები მიიღება 2021 წლის 28 სექტემბრიდან 04 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა), 10.00 საათიდან 18.00 საათამდე უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში - თბილისი, კოსტავას, 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული. განცხადებები ასევე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - info@gtu.ge-ზე. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11