მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

08/26/2021



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელმაც 2021 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გაიარა რეგისტრაცია და მოიპოვა მობილობის წესით გადმოსვლის უფლება, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • 2021 წლის 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით, ხელმოწერილი/დადასტურებული განცხადება მობილობის შესახებ - დანართი 1, მობილობისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან - დანართი 2 ერთად, უნდა გამოაგზავნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე:   study@gtu.ge
  • მობილობის მსურველ პირს ჩათვლილი კრედიტებისა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი ფაკულტეტი გაუგზავნის განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, არაუგვიანეს 2021 წლის 14 სექტემბრის 12:00 საათისა.
  • მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დაუყოვნებლივ განაცხადოს თანხმობა ან უარი ,მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
  • ბრძანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2021 წლის 1 ოტომბრისა.
  • მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან გააფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან.
  • სტუდენტმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადი საქმე და ერთი სემესტრის სწავლის საფასურის დაფარვის ამადასტურებელი ქვითარი (1125 ლარის ოდენობით).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11