მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

08/26/2021



ინფორმაცია აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა ჩარიცხულ აბიტურიენტს გილოცავთ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას და ლაღ, ბედნიერ, წარმატებებით სავსე სტუდენტურ წლებს გისურვებთ!


შეგახსენებთ, რომ 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყება.


გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2021/2022 სასწავლო წელს, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში), 2 ეტაპად განხორციელდება.

რეგისტრაციის ვადები:
აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 5-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ პლატფორმაზეregister.gtu.ge

რეგისტრაციის პირველი ეტაპი:

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ან ID ბარათი) (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის დედანი);

  • ფოტოსურათი 3 x 4;

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო მიწერის მოწმობა)  - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები);

  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, სავალდებულოა დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარმომადგენლობის ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი
რეგისტრაციის მეორე ეტაპი მოიცავს:

·         აბიტურიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) დაფარვას.

·         სწავლის საფასურის დაფარვა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.

·         გადახდის ქვითარში აუცილებელია მიეთითოს აბიტურიენტის პირადი ნომერი.

სწავლის საფასურის დაფარვის ინსტრუქცია:

1.       Pay აპარატებიდან გადახდისას აირჩიეთ à განათლება / ტექნიკური უნივერსიტეტი / სწავლის საფასური

  1. TBC ინტერნეტ ბანკინგით გადახდისას აირჩიეთ  à კომუნალური / განათლება /  ტექნიკური უნივერსიტეტი / სწავლის საფასური
  2. საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგით გადახდისას აირჩიეთ à გადახდები / სხვადასხვა /  განათლება /  ტექნიკური უნივერსიტეტი / სწავლის საფასური
  3. ნებისმიერ ბანკშიოპერატორს სთხოვეთ გადახდა გააფორმოს კლირინგ ცენტრის (UCC) გავლით, ანუ ზემოთ აღწერილი ინსტრუქციით.

სხვაგვარად გადახდილი თანხები ვერ აისახება თქვენს პირად ბარათზე და მოითხოვს დამატებით დაზუსტებას.


დამფინანსებელ ორგანიზაციაში და/ან კერძო პირისთვის ინვოისის (ანგარიშ-ფაქტურის) წარდგენის შესახებ მოთხოვნა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი და მათი ასლები სტუდენტმა, ასევე, უნდა წარადგინოს მატერიალური სახით, სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.


საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11