მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

06/07/2023

განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 07 ივლისიდან - 11 ივლისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N60ბ, მეორე სართული, ოთახი N232, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საკონტაქტო პირი: შორენა კუპრეიშვილი, ტელ: 599 52 63 05.

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 14 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 14 ივლისს, სამეცნიერო საბჭოს მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.wmi.ge/index.htm და https://gtu.ge/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2023 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივლისისა.

უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით 2/3-ით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2023 წლის 19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (განცხადების ფორმა, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.wmi.ge/index.htm

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ინსტიტუტის დირექტორი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება შესაბამისი ინსტიტუტის ვებგვერდზე)

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ავტორის სამეცნიერო მიმართულებას;

ვ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 5 წელში (ჩამონათვალი);

ზ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, დანერგვის აქტების და სხვა ჩამონათვალი ბოლო 5 წელში.

თ) შესაბამისი დარგის ერთი მეცნიერის დახასიათება-რეკომენდაცია (საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით).

ი) სამოქმედო გეგმა;

კ) ავტობიოგრაფია (CV)

ლ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

მ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ნ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დებულების“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11