მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

04/11/2023

კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

·       გამოთვლითი მეთოდების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

· ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი -1.0 საშტატო ერთეული

·       აკადემიკოს შალვა მიქელაძის სახელობის გამოთვლითი ცენტრი:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

·  მათემატიკური მოდელირების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 2.0 საშტატო ერთეული

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი - 2.0 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 07 მაისიდან - 09 მაისის ჩათვლით, 1100-დან 1500 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, გრ. ფერაძის ქუჩა N4, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახი N201, საკონტაქტო პირი: ნინო ბოკუჩავა, ტელ: 595 65 80 27.

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 10 მაისიდან - 13 მაისის ჩათვლით. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 14 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე: https://micm.edu.ge/ და https://gtu.ge/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 16 მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი, ასევე  დამატებითი საკონკურსო მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://micm.edu.ge/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სა­მეცნიერო-კვლე­ვით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სა­მეცნიერო თა­ნამ­დებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლი­კა­ცი­ებ­საც), ბოლო 5 წლის გან­მავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სა­მეც­ნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი - იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარ­ჩე­ნი პუბ­ლიკაციებიდან არანაკლებ სამი - Scopus-ში ინდექ­სირებულ ჟურნალში.

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 (სამი) – Scopus -ში ინდექსირებულ ჟურნალში.

გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მა­­­გისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გა­­მოქ­ვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არა­­ნაკ­ლებ ორი - Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა პირზე არ ვრცელ­დება, თუ ის პირველად იღებს მეცნიერი თანამშრომლის გამოცხადებულ კონ­კურ­სში მო­ნაწილეობას.

მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://micm.edu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერთიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. ნუსხაში იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალებს უნდა მიეწეროს აბრევიატურა „IF“, ხოლო Scopus-ში ინდექ­სირებულ ჟურნალებს კი უნდა მიეწეროს აბრევიატურა „SJR“;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11