მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

02/09/2023

  • მეცნიერი თანამშრომლის (0.5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;

განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 09 მარტიდან - 10 მარტის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ.#77, VI სასწავლო კორპ., ოთახი #215ა, პასუხისმგებელი პირი ნანა გამყრელიძე, ტელ: 599 51 86 83.

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 14 მარტს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/testcms/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/testcms/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე https://gtu.ge/testcms/ აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) CV - ავტობიოგრაფია;

დ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11