კონკურსის სახელწოდება:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის აბრევიატურა: RIM
კონკურსი მიზანი:
კონკურსის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 6 ლოტში.
მსურველთა პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 31 იანვრიდან 20 თებერვლის 16:00 საათამდე.
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 24 თებერვლის 16:00 საათამდე.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.