მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

01/18/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 4 წლის ვადით სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების (პროფესორი) დასაკავებლად.

ვაკანტური თანამდებობები:

სამთო ტექნოლოგიების მიმართულებით

1 პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი, საგანთა ჯგუფი N4, 240 საათი)

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

·       დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);

·       სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

·       შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;

·       შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით და ანკეტა;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, [1]პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები,

ე) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ვ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

ზ) 2 ფოტოსურათი, 3X4;

თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“.

განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 17 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში - ქ.თბილისი, კოსტავას ქ.N 77, მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N306.

2. კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 27 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

4. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 06 მარტს საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსში ყველასათვის  თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;

4. კონკურსთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 06 მარტიდან 09 მარტის ჩათვლით.

5. აკადემიურ საბჭოში კონკურსის შედეგების დამტკიცების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 15 მარტს.

6. აკადემიურ საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://gtu.ge/ არა უგვიანეს 2023 წლის 16 მარტისა.

მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.







Back to the list

0322 77 11 11