მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

11/24/2022

კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

·       მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (0.5 საშტატო ერთეული);

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას #77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მე-6 სასწავლო კორპუსი ოთახი #215ა, პასუხისმგებელი პირი ნანა გამყრელიძე, ტელ: 599 51 86 83 ( ელექტრონული ფოსტის მისამართი: n.gamkrelidze@gtu.ge)

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 03 იანარს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 09 იანვარს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/testcms/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/testcms/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა)  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (აუცილებელია საკონკურსო თანამდებობის მითითება; განცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ინსტიტუტში) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) CV - ავტობიოგრაფია;

დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

ე) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

ვ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტებისა და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;

ზ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

თ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ი) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის  ცენტრის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11