მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

08/05/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების საგანთა ჯგუფების მიხედვით და სხვ.) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე:  www.gtu.ge.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ან პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს: პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან პუბლიკაციებით ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული არანაკლებ 6 პროექტის ავტორობით და/ან კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობით, ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)ით;

ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ: იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ან პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს: პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან პუბლიკაციებით ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული არანაკლებ 6 პროექტის ავტორობით და/ან კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობით, ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)ით;

გ) ასისტენტ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ან პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია უნდა დასტურდეოდეს: პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან პუბლიკაციებით ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული პროექტ(ებ)ის ავტორობით და/ან კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობით, ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)თ;

შენიშვნა:

კონკურსანტს მოეთხოვება ინგლისური ენის თავისუფალი ცოდნა, ინგლისური ენის სასუბრო სიტყვათა და სპეციალური ტერმინოლოგიის სათანადო მარაგი, კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარი. კონკურსანტი ახდენს საჩვენებელი ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარებას.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი საგანთა ჯგუფის და აკადემიური თანამდებობის მითითებით და ანკეტა;[1]

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების[2], დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები;

ე) სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/ დაწესებულების ბეჭდით;

ვ) სამეცნიერო და სასწავლო მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ფაკულტეტის ბეჭდით), და/ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული არანაკლებ 6 პროექტის ავტორობის და/ან შემოქმედებით კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობის და/ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

თ) 2 ფოტოსურათი, 3X4;

ი) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“.

განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 05 სექტემბრიდან 10 სექტემბრის (უქმე დღეების გარდა) ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში - თბილისი, კოსტავას, 75, მე-8 სასწავლო კორპუსი, დიზაინის საერთაშორისო სკოლა, მე-2 სართული, ოთახი №3,   პასუხისმგებელი პირი - მარინა მიტიჩაშვილი, ტელ: 599 105 607. 

2. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

3. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 17 სექტემბრისა საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსში ყველასათვის  თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;

4. კონკურსთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

5. აკადემიურ საბჭოში კონკურსის შედეგების დამტკიცების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 26 სექტემბერს.

6. აკადემიურ საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/ არა უგვიანეს 2022 წლის 27 სექტემბრისა.

7. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში.

შენიშვნა:

პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება.

მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2022 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

ინფორმაცია აკადემიური პერსონალის დატვირთვის და შრომის ანაზღაურების შესახებ

აკადემიური პერსონალის ვალდებულება შედგება სამი კომპონენტისგან:

1.      სასწავლო-პედაგოგიური;

2.      საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.      სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.

პროფესორის ვალდებულებები

(ანაზღაურება - თვეში 4140 ლარი)

1.     სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) წელიწადში 480 საათი;

2.     საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.     სამეცნიერო  კვლევითი საქმიანობა:

3.1.ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი -სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში  სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული;

3.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად  არაუმეტეს 3 მაგისტრანტი და  3 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

ასოცირებული პროფესორი ვალდებულებები

(ანაზღაურება - თვეში 3108 ლარი)

1.     სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) წელიწადში 500 საათი;

2.     საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.     სამეცნიერო  კვლევითი საქმიანობა:

3.1. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი - სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში  სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი,  კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული;

3.5.           ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

ასოცირებული პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად  არაუმეტეს 2 მაგისტრანტი და   2 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

ასისტენტ-პროფესორის ვალდებულებები

(ანაზღაურება - თვეში 2316 ლარი)

1.     სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) წელიწადში 520 საათი;

2.     საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.     სამეცნიერო  კვლევითი საქმიანობა:

3.1. ყოველ ორ წელიწადში, სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი - სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში  სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4            ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

ასისტენტ-პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად  არაუმეტეს 2 მაგისტრანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.


აკადემიური პერსონალის ხელშეკრულება
განცხადების ფორმა
კონკურსანტის ანკეტა
ვაკანტური ადგილები


[1] განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ  პოზიციაზე. განცხადების და ანკეტის ფორმები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/


[2] იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.




Back to the list

0322 77 11 11