მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს სივრცულ კონცეპტუალურ კომპოზიციაზე: „წარსული, აწმყო, მომავალი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს სივრცულ კონცეპტუალურ კომპოზიციაზე: „წარსული, აწმყო, მომავალი“

08/03/2022

სივრცულ კონცეპტუალური კომპოზიცია უნდა გადმოსცემდეს უნივერსიტეტის ისტორიას დაარსებიდან დღემდე და მის მომავალს.

სივრცულ კონცეპტუალური  კომპოზიცია განთავსდება თბილისში, კოსტავას,77-ში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. N 01.10.13.023.181) კონკრეტულ ადგილზე.

კომპოზიციის ფორმა, მასშტაბი და მასალა შეირჩევა ავტორის შეხედულებისამებრ. თუმცა ავტორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს არსებული გარემო და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

კონკურსის პირობები:

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ არქიტექტორებმა, მოქანდაკეებმა, მხატვრებმა, და სტუდენტებმა, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით.

2. კონკურსი ღია და ანონიმურია. მასში მონაწილეობა უფასოა.

3. კონკურსი მონაწილეების მიერ თითეულ საკონკუსო მასალას, რომელიც უნდა წარადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის იდენტიფიცირებისა და ავტორთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, ენიჭება სარეგისტრაციო კოდი, შესაბამისად საკონკურსო პროექტების ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ვინაობა ცნობილი გახდება ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დალუქული კონვერტების გახსნისას.

4. კონკურსის პირობების (წარსადგენი მასალის შემადგენლობა და ფორმატი, პროექტის ჩაბარების ვადები და ა.შ.) დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის. სარეგისტრაციო კოდის გარეშე კონკურსზე პროექტი არ განიხილება.

5. კონკურსი ჩაითვლება შემდგარად თუ წარმოდგენილი იქნება წინამდებარე პროგრამის და პირობების მოთხოვნების შესაბამისი საკონკურსო პროექტი.

6. საკონკურსო მასალის წარდგენა და საკონკურსო საქმიანობა წარიმართება ქართულად.

პროექტის დასამუშავებლად უნივერსიტეტის მხრიდან მომზადებული იქნება შემდეგი დოკუმენტაცია:

1. გარემოს ამსახველი ფოტოვიზუალური მასალა ადგილის მინიშნებით.

2. ტერიტორიის ტოპოგრაფიული ნახაზი მასშტაბის მინიშნებით 1:500.

კონკურსის პირობებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gtu.ge; https://gtu.ge/Arch/ უნივერსიტეტის facebook გვერდზე.

საკონკურსო მასალების წარდგენის წესი

კონკურსზე წარსადგენ მასალათა ჩამონათვალი:

1. საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A-1 ზომის არაუმეტეს 2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით.

2. მაკეტი (მ.1: 10 ან 1:20 გარემოს კონტექსტში).

3. კონკურსის ყველა მონაწილემ საკონკურსო წინადადება ასევე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD).

4. საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ორ ეგზემპლარად ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A-4 ზომის ფორმატი, №12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა და გამოყენებული მასალის სპეციფიკა.

5. წარმოსადგენია ასევე დალუქული კონვერტი, რომელშიც იქნება ინფორმაცია ავტორის (ავტორების) შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

6. კონკურსზე წარსადგენ ყველა მასალაზე (CD/DVD, განმარტებით ბარათზე, დალუქულ კონვერტზე, პლანშეტებზე) მარჯვენა ზედა კუთხეში აღნიშნული უნდა იყოს სარეგისტრაციო კოდი, რომელიც მიენიჭება საკონკურსო მასალის წარდგენისას - კონკურსის პასუხისმგებელ მდივანთან.

7. დაუშვებელია სადემონსტრაციო მასალებზე ავტორთა, რაიმე სახით პირდაპირი ან ირიბი, მითითება.

კონკურსის კალენდარი:

1. კონკურსის გამოცხადდება 2022 წლის 03 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურსების ვებ გვერდზე www.gtu.ge და სტუ-ს facebook გვერდზე.

2. საკონკურსო მასალები ხელმისაწვდომია 2022 წლის 03 აგვისტოდან.

3. საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 აგვისტო 12.00 - 18.00 საათამდე. დაგვიანებული პროექტები კონკურსზე არ დაიშვება.

4. საკონკურსო მასალების ჩაბარება და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება წარმოებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას გამზირი 77.

5. კონკურსის ჟიური იმუშავებს 2022 წლის 22-24 აგვისტოს.

6. შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 24 აგვისტოს 19.00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში.

5. საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება 2022 წლის 22 აგვისტოს 19.00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის III სართულზე ფოიეში.

კონკურსის ჟიური:

1. კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად იმუშავებს საკონკუსო ჟიური, რვა წევრის შემადგენლობით.

2. ჟიურის საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ახორციელებს:

ა) საკონკურსო მასალების მიღება-დაბრუნებას;

ბ) მასალების საკონკურსო პირობებთან   შესაბამისობის დადგენას;

გ) საკონკურსო ჟიურის ოქმების შედგენას;

დ) კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმირი ტექნიკური საკითხების წარმართვას.

3. კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი საკონკურსო მასალების შეფასებისას სარგებლობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით და არ არის საკონკურსო კომისიის წევრი.

4. კონკურსის ჟიურის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ჟიურის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. გამარჯვებულად ცხადდება ის საკონკურსო წინადადება, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.

6. კონკურსის ჟიური, კონკურსის მსვლელობისას მიღებულ თითეულ გადაწყვეტილებას აფიქსირებს ოქმის სახით, მათ შორის, საბოლოო გადაწყვეტილებას, ოქმის ასლები შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცემა ნებისმიერ მსურველს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს, საკითხების დამატებით გარკვევის მიზნით მოიწვიოს ექსპერტები, რომლებიც არ მონაწილეობენ პროექტების შეფასებაში.

8. კონკურსის ჟიურის წევრებს, მათ შორის, კონკურსის პასუხისმგებელი მდივანს, მოწვეულ ექსპერტებს უფლება არა აქვთ, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად მიიღონ მონაწილეობა საკონკურსო პროექტების შემუშავებაში და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება.

9. კონკურსი ჩაითვლება შემდგარად თუ შემოსული პროექტების რაოდენობა იქნება მინიმუმ 5.

კონკურსის ორგანიზატორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საკონკურსო პრემია:

1. საკონკურსო ჟიური კონკურსში გამოავლენს ერთ საუკეთესო პროექტს, რომელსაც ჯილდოს სახით გადაეცემა თანხა 10 000 ლარის ოდენობით.

2. კონკურსზე დაშვებულ ყველა რეგისტრირებული პროექტის ავტორს (ავტორთა ჯგუფს) გადაეცემა მონაწილის სერტიფიკატი.

დამატებითი პირობები:

1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ი უნივერსიტეტს ნებას რთავს გასცეს რეკომენდაცია, მისივე მონაწილეობით, გამარჯვებულად გამოვლენილ წინადადებაში (ნაწარმოებში) რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. კონკურსში გამარჯვებული წინადადების ავტორ(ებ)ი უნივერსიტეტს გადასცემს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს.

 


Back to the list

0322 77 11 11