მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი აცხადებს ღია კონკურსს

07/20/2022 კონკურსი ცხადდება შემდეგი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად:
• ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (3 საშტატო ერთეული);

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის - info@gtu.ge-ს მეშვეობით.
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 01 აგვისტოს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 03 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე : https://gtu.ge/

II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი და ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად (დედანი და ასლი);
ბ) CV - ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
დ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ე)ინგლისური ენის C1 ან B2 დონეზე ცოდნის დადასტურებული საერთაშორისო აკრედიტებული სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პირს, რომელიც არ ფლობს შესაბამის სერთიფიკატს, ჩაუტარდება გასაუბრება ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად.
ვ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: https://gtu.ge/ ;
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, გამოცდილება და კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Back to the list

0322 77 11 11