მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გრანტების მომსახურების ოფისში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადდა ღია კონკურსი

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გრანტების მომსახურების ოფისში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადდა ღია კონკურსი

07/20/2022

კონკურსის პირობები

ვაკანსიების რაოდენობა:  3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

-       ინგლისურ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი;

-       კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

-       კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე;

-       გუნდური მუშაობის უნარი.

ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ

-       შრომითი ხელშეკრულება იდება 3 თვის  გამოსაცდელი ვადით.

-       სამუშაოს ანაზღაურება 900 ლარი.

საკონკურსო შეზღუდვა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ  ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. 

შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა

განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი).

გ) ინგლისური ენის C1 ან B2 დონეზე ცოდნის დადასტურებული საერთაშორისო აკრედიტებული სერთიფიკატი( ასეთის არსებობის შემთხვევაში). პირს, რომელიც არ ფლობს შესაბამის სერთიფიკატს, ჩაუტარდება გასაუბრება ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად.


Back to the list

0322 77 11 11