მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს სივრცულ კონცეპტუალურ კომპოზიციაზე: „წარსული, აწმყო, მომავალი“

სტუ-ის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს სივრცულ კონცეპტუალურ კომპოზიციაზე: „წარსული, აწმყო, მომავალი“

06/28/2022

სივრცულ კონცეპტუალური კომპოზიცია უნდა გადმოსცემდეს უნივერსიტეტის ისტორიას დაარსებიდან დღემდე და მის მომავალს.

სივრცულ კონცეპტუალური  კომპოზიცია განთავსდება თბილისში, კოსტავას,77-ში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. N 01.10.13.023.181) კონკრეტულ ადგილზე.

კომპოზიციის ფორმა, მასშტაბი და მასალა შეირჩევა ავტორის შეხედულებისამებრ. თუმცა ავტორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს არსებული გარემო და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

კონკურსის პირობები:

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ არქიტექტორებმა, მოქანდაკეებმა, მხატვრებმა, და სტუდენტებმა, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით.

2. კონკურსი ღია და ანონიმურია. მასში მონაწილეობა უფასოა.

3. კონკურსი მონაწილეების მიერ თითეულ საკონკუსო მასალას, რომელიც უნდა წარადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის იდენტიფიცირებისა და ავტორთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, ენიჭება სარეგისტრაციო კოდი, შესაბამისად საკონკურსო პროექტების ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ვინაობა ცნობილი გახდება ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დალუქული კონვერტების გახსნისას.

4. კონკურსის პირობების (წარსადგენი მასალის შემადგენლობა და ფორმატი, პროექტის ჩაბარების ვადები და ა.შ.) დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის. სარეგისტრაციო კოდის გარეშე კონკურსზე პროექტი არ განიხილება.

5. კონკურსი ჩაითვლება შემდგარად თუ წარმოდგენილი იქნება წინამდებარე პროგრამის და პირობების მოთხოვნების შესაბამისი საკონკურსო პროექტი.

6. საკონკურსო მასალის წარდგენა და საკონკურსო საქმიანობა წარიმართება ქართულად.

პროექტის დასამუშავებლად უნივერსიტეტის მხრიდან მომზადებული იქნება შემდეგი დოკუმენტაცია:

1. გარემოს ამსახველი ფოტოვიზუალური მასალა ადგილის მინიშნებით.

2. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის, მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი.

3. ტერიტორიის ტოპოგრაფიული ნახაზი მასშტაბის მინიშნებით 1:500.

კონკურსის პირობებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gtu.ge უნივერსიტეტის facebook გვერდზე და ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას გამზირი 68, I სასწავლო კორპუსი, IV სართულზე, ოთახი 403 C კონკურსის პასუხისმგებელ მდივანთან: ბელა თინიკაშვილი მობ: 595 007 403.

საკონკურსო მასალების წარდგენის წესი

კონკურსზე წარსადგენ მასალათა ჩამონათვალი:

1. საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A-1 ზომის არაუმეტეს 2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით.

2. მაკეტი (მ.1: 10 ან 1:20 გარემოს კონტექსტში).

3. კონკურსის ყველა მონაწილემ საკონკურსო წინადადება ასევე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD).

4. საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ორ ეგზემპლარად ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A-4 ზომის ფორმატი, №12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია.

5. წარმოსადგენია ასევე დალუქული კონვერტი, რომელშიც იქნება ინფორმაცია ავტორის (ავტორების) შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

6. კონკურსზე წარსადგენ ყველა მასალაზე (CD/DVD, განმარტებით ბარათზე, დალუქულ კონვერტზე, პლანშეტებზე) მარჯვენა ზედა კუთხეში აღნიშნული უნდა იყოს სარეგისტრაციო კოდი, რომელიც მიენიჭება საკონკურსო მასალის წარდგენისას - კონკურსის პასუხისმგებელ მდივანთან.

7. დაუშვებელია სადემონსტრაციო მასალებზე ავტორთა, რაიმე სახით პირდაპირი ან ირიბი, მითითება.

კონკურსის კალენდარი:

1. კონკურსის გამოცხადდება 2022 წლის 27 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურსების ვებ გვერდზე www.gtu.ge და სტუ-ს facebook გვერდზე.

2. საკონკურსო მასალები ხელმისაწვდომია 2022 წლის 27 ივნისიდან.

3. საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივლისის 12.00 - 18.00 საათამდე. დაგვიანებული პროექტები კონკურსზე არ დაიშვება.

4. საკონკურსო მასალების ჩაბარება და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება წარმოებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას გამზირი 68, I სასწავლო კორპუსი, IV სართულზე, ოთახი 403 C კონკურსის პასუხისმგებელ მდივანთან.

5. კონკურსის ჟიური იმუშავებს 2022 წლის 26-28 ივლისს.

6. შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 28 ივლისს 19.00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში.

5. საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება 2022 წლის 28 ივლისს 19.00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის ფოიეში.

კონკურსის ჟიური:

1. კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად იმუშავებს საკონკუსო ჟიური, ხუთი წევრის შემადგენლობით.

2. ჟიურის საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ახორციელებს:

ა) საკონკურსო მასალების მიღება-დაბრუნებას;

ბ) მასალების საკონკურსო პირობებთან   შესაბამისობის დადგენას;

გ) საკონკურსო ჟიურის ოქმების შედგენას;

დ) კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმირი ტექნიკური საკითხების წარმართვას.

3. კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი საკონკურსო მასალების შეფასებისას სარგებლობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით და არ არის საკონკურსო კომისიის წევრი.

4. კონკურსის ჟიურის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ჟიურის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. გამარჯვებულად ცხადდება ის საკონკურსო წინადადება, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.

6. კონკურსის ჟიური, კონკურსის მსვლელობისას მიღებულ თითეულ გადაწყვეტილებას აფიქსირებს ოქმის სახით, მათ შორის, საბოლოო გადაწყვეტილებას, ოქმის ასლები შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცემა ნებისმიერ მსურველს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს, საკითხების დამატებით გარკვევის მიზნით მოიწვიოს ექსპერტები, რომლებიც არ მონაწილეობენ პროექტების შეფასებაში.

8. კონკურსის ჟიურის წევრებს, მათ შორის, კონკურსის პასუხისმგებელი მდივანს, მოწვეულ ექსპერტებს უფლება არა აქვთ, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად მიიღონ მონაწილეობა საკონკურსო პროექტების შემუშავებაში და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება.

9. კონკურსი ჩაითვლება შემდგარად თუ შემოსული პროექტების რაოდენობა იქნება მინიმუმ 5.

კონკურსის ორგანიზატორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საკონკურსო პრემია:

1. საკონკურსო ჟიური კონკურსში გამოავლენს ერთ საუკეთესო პროექტს, რომელსაც ჯილდოს სახით გადაეცემა თანხა 10 000 ლარის ოდენობით.

2. კონკურსზე დაშვებულ ყველა რეგისტრირებული პროექტის ავტორს (ავტორთა ჯგუფს) გადაეცემა მონაწილის სერტიფიკატი.

დამატებითი პირობები:

1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ი უნივერსიტეტს ნებას რთავს გასცეს რეკომენდაცია, მისივე მონაწილეობით, გამარჯვებულად გამოვლენილ წინადადებაში (ნაწარმოებში) რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. კონკურსში გამარჯვებული წინადადების ავტორ(ებ)ი უნივერსიტეტს გადასცემს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს.

 


Back to the list

0322 77 11 11