მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

10/22/2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  •          მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1.0 საშტატო ერთეული)

  •          სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1.0 საშტატო ერთეული)

განცხადებები მიიღება 2021 წლის 24 და 25 ნოემბერს, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N5 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი N130, საკონტაქტო ტელეფონი: 595 65 80 27

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 30 ნოემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები საკონკურსო კომისიის მიერ გამოქვეყნდება, არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/ და http://www.cybernet.ge/index.html.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, საკონკურსო კომისიაში განცხადებები/საჩივრები მიიღება 2021 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.cybernet.ge/index.html

 

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობა:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.cybernet.ge/index.html), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება ”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, ასევე უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


Back to the list

0322 77 11 11