სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს ინგლისური ენის და რუსული ენის უფროსი მასწავლებლის პოზიციებზე
ვაკანსიების რაოდენობა: 50 (25 - ინგლისური ენა; 25 - რუსული ენა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:
პიროვნული მახასიათებლები:
ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ
მონაწილეთა შეზღუდვა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა
კანდიდატთა განცხადებები მიიღება 2021 წლის 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში - თბილისი, კოსტავას,77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული. განცხადებები ასევე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - info@gtu.ge-ზე.
განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი).