მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ღია კონკურსი

10/12/2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქუჩა N68, სტუ-ს პირველი სასწავლო კორპუსი, ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, ოთახი N614, საკონტაქტო პირი როზა ომანაძე, ტელ.: 599 40 77 84

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 16 ნოემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 17 ნოემბერს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/.

კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი მიიღება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში 2021 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

ინსტიტუტის დირექტორის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას, სამეცნიერო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.

საკონკურსო პირობები

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. აგრეთვე:

ა) ინსტიტუტის პროფილის მიხედვით ბოლო 6 წლის გან­მავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 3 სა­მეც­ნიერო ნაშრომი;

ბ) მიღებული აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა;

გ) მიღებული აქვს საერთაშორისო სამეცნიერო და სხვა პროექტებში მონაწილეობა;

დ) გააჩნია სამეცნიერო საქმიანობით მიღებული შედეგები, რომლებმაც მოიპოვა აღიარება;

ე) გააჩნია საავტორო უფლებები: აღმოჩენაზე (დიპლომი), გამოგონებაზე (საავტორო მოწმობა ან პატენტი).

ინსტიტუტის დირექტორი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://gtu.ge/);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით 2/3-ით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის დებულების“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში, ასევე უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები.


Back to the list

0322 77 11 11