მეცნიერების მსოფლიო დღე
12/26/2022
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველწლირად აღნიშნავს ამ თარიღს. წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 31 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნოდარ გრძელიშვილი ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის


