მოსაზრება საქართველოში „გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის საერთაშორისო ცენტრის“ ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ

05/31/2021




      ანალიტიკური ცენტრების ისტორია თითქმის 120 წლიან პერიოდს მოიცავს. გასული საუკუნის 70-ნი წლებისთვის მათი რაოდენობა 150-ს არ აღემატებოდა. 2021 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის ანგარიშში, რომელიც ადგენს და 2006 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებსმსოფლიოს ანალიტიკური ცენტრების რეიტინგს, ფიგურირებს 6500-მდე ანალიტიკური ცენტრი, თუმცა რეიტინგი მოიცავს მხოლოდ წამყვან 176-ს.

საქართველოში არსებობს 14 ორგანიზაცია (სამხრეთ კავკასიაში - 35),რომელიც საკუთარ თავს აპოზიციონირებს როგორც „ანალიტიკურ ცენტრს“, თუმცა მათი საქმიანობის შინაარსი, როგორც წესი,განპირობებულია დონორების სურვილებით, პოზიციებითა და მიზნებით.

ამავე დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მკაფიოდ გამოიკვეთა მოთხოვნილება  მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროცესების კვალიფიციურ და ღრმა შესწავლის, გაანალიზებისა და პრაქტიკულად ღირებულ შეფასებებზე.

ასეთი მოხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია თვისობრივად და სტრუქტურულად ახალი ტიპის ორგანიზაციის - „გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის საერთაშორისო ცენტრის“ ჩამოყალიბება, რომლის ძირითად პროდუქცია არა მხოლოდ ანალიტიკური კვლევების, არამედ რეალიზებადი და რენტაბელური ანალიტიკური პროექტების ფორმით იქნება წარმოდგენილი.

გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის საერთაშორისო ცენტრის დაფუძნება და ამოქმედება, არსებითად ხელს შეუწყობს საქართველოს ოპტიმალურ განვითარებას მისი ინტელექტუალური რესურსების სრულყოფილი გამოყენებისა და რეპუტაციული პოტენციალის შემდგომი ამღლების საფუძველზე.

გივი თალაკვაძე



სიახლეებში დაბრუნება