02 თებ

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ონლაინ სასწავლო კურსები

ინფორმაცია,  რომელიც ეხება „ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს“ (TICA, Thailand International Cooperation Agency) მიერ, 2023 წლისთვის, 6 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შემოთავაზებულ ონლაინ სასწავლო კურსებს
01 თებ

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პროფესორ ე. როჭიკაშვილთან  გამოცდები სასწავლო კურსში - „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში“  ჩატარდება კომპიუტერული  ცენტრი 1 -ში   ( პირველი კორპუსი, მე-6 სართული)
30 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი
30 იან

ბრძანება 17.01.2023 № 13-05/2

ბრძანება საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
30 იან

მაგისტრატურის საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიები

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიები
30 იან

ბრძანება 16.01.23 № 13-05/1

ბრძანება  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კოლოკვიუმიების შეფასებისათვის კომისების შექმნის შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ტრენინგ-მასტერკლასი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

12/07/2022


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით და ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 9 დეკემბერს, სტუ-ს VI კორპუსის 710ა აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ტრენინგ-მასტერკლასი: „რა ? სად ? როგორ ? მოვიძიო და ჩავერთო საერთაშორისო პროექტებში, პროგრამებში ?“

ტრენინგი თქვენ ძალიან დაგეხმარებათ 2023 წლის და მომდევნო წლების ნაყოფიერად დაგეგმვაში!

* მხოლოდ ერთი დღით, სრულიად უფასოდ! შენი კარიერული წარმატებისთვის! #შემოგვიერთდი!
შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს გაუადვილოს:

-          ერასმუს+ თუ სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამებში სტიპენდიების მოპოვება ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში,

         მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს პირადი გამოცდილება ახალგაზრდა ლიდერების საერთაშორისო ქსელების შესახებ და ჩართვის შესაძლებლობა,

-          გააცნოს მრავალფეროვანი შესაძლებლობები სხვადასხვა დაფინანსებულ პროგრამებზე და სხვა მიმდინარე სიახლეები აქტიური & მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისთვის.

 

ვისთვის არის ეს ტრენინგ-მასტერკლასი :

* ვინც ეძებთ სიახლეებს და საინტერესო შესაძლებლობებს პიროვნული & კარიერული განვითარებისთვის;

* გეგმავ ევროპაში სწავლის გაგრძელებას ან უბრალოდ დაინტერესებული ხარ გაიგო მეტი, როგორ ისწავლო და იმოგზაურო ევროპაში სრულიად უფასოდ!!! (შეხვედრის მონაწილეები და სპიკერები გაგიზიარებენ პირად გამოცდილებას, 30-ზე მეტ ქვეყანაში პროექტებში, პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, )  

* მაშინ ეს ღონისძიება ზუსტად შენთვისაა!! შემოგვიერთდი: https://forms.gle/tmnn7vg4bDuAMuJB7

შეხვედრას მოდერატორი, სტუ-ს საჯარო მმართველობის დოქტორი, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელი, Erasmus+ პროექტების და პროგრამის ბენეფიციარი გიორგი აგირბაია, რომელსაც 9 წლიანი გამოცდილება აქვს ამ კუთხით, ასევე იქნებიან მოწვეული მომხსენებლები.

მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/tmnn7vg4bDuAMuJB7 , რათა გქონდეთ ადგილზე კომპეტენტური სპიკერებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა და მონაწილეობა. დასწრება უფასოა.

 ღონისძიება ეძღვნება სტუ-ს 100 წლიუს იუბილეს, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტზე უკვე მრავალი საინტერესო ღონისძიება და შეხვედრა ჩატარდა.

 შეხვედრის ადგილი: სტუ, VI კორპუსი, 710 ა, ( კოსტავას ქ. 77)

ტრენინგის დრო : 14:00 – 15:30 სთ.