02 თებ

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ონლაინ სასწავლო კურსები

ინფორმაცია,  რომელიც ეხება „ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს“ (TICA, Thailand International Cooperation Agency) მიერ, 2023 წლისთვის, 6 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შემოთავაზებულ ონლაინ სასწავლო კურსებს
01 თებ

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პროფესორ ე. როჭიკაშვილთან  გამოცდები სასწავლო კურსში - „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში“  ჩატარდება კომპიუტერული  ცენტრი 1 -ში   ( პირველი კორპუსი, მე-6 სართული)
30 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი
30 იან

ბრძანება 17.01.2023 № 13-05/2

ბრძანება საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
30 იან

მაგისტრატურის საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიები

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიები
30 იან

ბრძანება 16.01.23 № 13-05/1

ბრძანება  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კოლოკვიუმიების შეფასებისათვის კომისების შექმნის შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის სასწავლო უნივერსიტეტში

12/06/2022

ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ მილანის სასწავლო უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის:

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21107



მილანის სასწავლო უნივერსიტეტი (Università degli Studi di Milano – UniMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

მილანის სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების მობილობა მილანის სასწავლო უნივერსიტეტში, შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: 2 სტუდენტი - სამართალმცოდნეობა; 2 სტუდენტი - სამართალი და მდგრადი განვითარება; 3 სტუდენტი - ბიოტექნოლოგიები ბიოეკონომიკაში.


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge