02 თებ

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ონლაინ სასწავლო კურსები

ინფორმაცია,  რომელიც ეხება „ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს“ (TICA, Thailand International Cooperation Agency) მიერ, 2023 წლისთვის, 6 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შემოთავაზებულ ონლაინ სასწავლო კურსებს
01 თებ

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პროფესორ ე. როჭიკაშვილთან  გამოცდები სასწავლო კურსში - „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში“  ჩატარდება კომპიუტერული  ცენტრი 1 -ში   ( პირველი კორპუსი, მე-6 სართული)
30 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი
30 იან

ბრძანება 17.01.2023 № 13-05/2

ბრძანება საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
30 იან

მაგისტრატურის საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიები

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიები
30 იან

ბრძანება 16.01.23 № 13-05/1

ბრძანება  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კოლოკვიუმიების შეფასებისათვის კომისების შექმნის შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

Erasmus Mundus - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა TROPIMUNDO

12/01/2022

ინფორმაცია Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO, რომელსაც კოორდინაციას უწევს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21039


ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) (ბრიუსელი, ბელგია) კოორდინაციას უწევს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO, რომლისთვისაც ევროკომისია სთავაზობს გარკვეული რაოდენობის სტიპენდიებს სრული დაფინანსებით, ევროკავშირის და არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებს. აღნიშნული სტიპენდიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.

TROPIMUNDO არის პირველი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს კურსის მეორე სემესტრში ჩაატარონ საველე სამუშაოები ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბის და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალურ-აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებში და ა.შ

მეოთხე სემესტრი მიეძღვნება სამაგისტრო ნაშრომს ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებით.

დანარჩენი ორი სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ფრანგულ გვინეაში.

შერჩეულ სტიპენდიანტებს ექნებათ სწავლის სრული დაფინანსება, რაც მოიცავს სწავლის გადასახადს, მობილობის ხარჯებს, დაზღვევას და ყოველთვიურ სტიპენდიას.

2023-2024 სასწავლო წლისთვის სტიპენდიის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის TROPIMUNDO პროგრამისა და განაცხადის პროცედურის შესახებ იხილეთ ბმული


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge