26 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის)
26 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის)
25 იან

საინფორმაციო დღე - კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო დღეზე I სვეტის კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით.
25 იან

დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი
25 იან

სტუდენტის საჯარო ლექცია

მაგისტრატურის სტუდენტმა ლანა რამიშვილმა პირველი კურსის სტუდენტებთან ჩაატარა ლექცია თემაზე: „ტურისტული კომპანიის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები“
25 იან

სტუდენტების საყურადღებოდ !

მიმდინარე წლის 30 იანვრიდან  4 თებერვლამდე იწარმოებს დოკუმენტური მასალის, საკურსო  პროექტების ჩაბარება და სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე მყოფი სტუდენტებისთვის შუალედური და მიმდინარე ქულების აღდგენა
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში

11/28/2022


ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის:

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21012


დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 2 სტუდენტის მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (4-4 თვით). პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა (ბუღალტერია და ფინანსები); ტურიზმის მენეჯმენტი; ელექტროინჟინერია; მანქანათმშენებლობა; ინფორმატიკა და კომპიუტერული ინჟინერია).


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge