03 დეკ

Erasmus+ Capacity Building in Higher Education 2023 - საინფორმაციო დღე

9 დეკემბერს 13:00 საათზე, The European Education and Culture Executive Agency (EACEA) ჩაატარებს საინფორმაციო ონლაინ შეხვედრას ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების წლევანდელ კონკურსებთან დაკავშირებით (დედლაინით 2023 წლის თებერვალში).
01 დეკ

ჰორიზონტი ევროპის მე-5 და მე-6 კლასტერის საინფორმაციო დღე

ინფორმაცია ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო დღის შესახებ:
01 დეკ

Erasmus Mundus - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა TROPIMUNDO

ინფორმაცია Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO, რომელსაც კოორდინაციას უწევს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
01 დეკ

Join Global English Language Olympiad for non-native speakers

We invite all the Georgian Technical University students to participate in the Global English Language Olympiad for non-native speakers
01 დეკ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში

ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
30 ნოე

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) - საგრანტო კონკურსი

გამოცხადებულია მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) თანამშრომელთა გაცვლის მიმართულების (Staff Exchange) საგრანტო კონკურსი
ყველა სიახლის ნახვა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - "წლის საუკეთესო მიღწევა"

11/15/2022



ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2022 წლის 13-14 დეკემბერს  საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა  და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეხუთე შეხვედრას თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“. 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ.   (ფაკულტეტიდან მხოლოდ ერთი პრეზენტაცია/ 10 სლაიდში შესაძლებელია მიმართულებების მიხედვით მიღწევების გაერთიანება! )

ღონისძიება ტარდება  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით!  

შეხვედრის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების  წარმომადგენლები და ამით საფუძველი ჩაუყაროს    ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.

მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე: 

https://bit.ly/3zxw6Le

თქვენ მიერ მოწოდებული პრეზენტაცია უცვლელად  განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში. ანალოგიური   2016, 2017, 2018, 2021 წლების  წლიური ანგარიშები და მიღწევების ელ. ჟურნალების ბმულებია:

https://bit.ly/2ZaiyGq  
https://bit.ly/3FBNhfg
https://bit.ly/3CKiI4V  

https://bit.ly/3h2uv9S

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ,  2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით მოგვაწოდეთ თქვენი პრეზენტაციის ელ.ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf. ფორმატში, არაუმეტეს  10 სლაიდისა, სადაც პირველ  სლაიდზე განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე  სათაური წლის საუკეთესო მიღწევის.

ხოლო ბოლო ერთ სლაიდზე - ორგანიზაციის რეკვიზიტები და  საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს:

·         10 წუთი პრეზენტაციის წარდგენა;

·         5 წუთი კითხვა- პასუხი.

ღონისძიების რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა!

პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს.

ღონისძიებაში  მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მოწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობის მიხედვით.

--

პატივისცემით,
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი
ტელ / Tel: 593 34 02 30
555541337
http://www.sciencelib.ge/  https://www.facebook.com/NSLGeorgia