08 დეკ

საგრანტო კონკურსი ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის (NATO SPS)

ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის (NATO SPS) განაცხადებს იღებს მრავალწლიანი პროექტებისა და ღონისძიებებისთვის (Advanced Research Workshops, Advanced Training Courses and Advanced Study Institutes)
08 დეკ

ტრენინგი „ელექტრონული ბიბლიოთეკა“

ა.წ. 13  და 18 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ელექტრონული ბიბლიოთეკა“
08 დეკ

სემინარი „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“

2022 წლის 24 ოქტომბრიდან  9 ნოემბრის ჩათვლით ელ-სამეცნიერო ბაზების რესურსების შესახებ სტუდენტების ინფორმირების ამაღლების ხელშეწყობისა და გამოყენების წახალისების მიზნით უნივერსიტეტის დაფინანსებით, ჩატარდა ხუთდღიანი სემინარი „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“
08 დეკ

თურქეთის სტიპენდიები 2023 წლისთვის

ცხადდება კონკურსი თურქეთის რესპუბლიკის მიერ შემოთავაზებულ 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე, სადაც განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერებს
07 დეკ

ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე  I კლასტერის (ჯანმრთელობა) მიმართულებით
07 დეკ

ტრენინგ-მასტერკლასი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით და ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 9 დეკემბერს, სტუ-ს VI კორპუსის 710ა აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ტრენინგ-მასტერკლასი: „რა ? სად ? როგორ ? მოვიძიო და ჩავერთო საერთაშორისო პროექტებში, პროგრამებში ?“
ყველა სიახლის ნახვა

მადლობის წერილი

09/30/2022


მადლობა ტექნიკურ უნივერსიტეტს!

 

2022 წელს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი თურქეთის Istanbul bilgi University-ში. პროექტში მონაწილეობა მეტად საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ქართველი სტუდენტისთვის. განსხვავებული კულტურა, სასწავლო გარემო, დადებითი ემოციები, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ სტუდენტებთან, ინტერნაციონალიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც შემიძლია Erasmus+ ით დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიარო, ნიშნად ჩემი უდიდესი პატივისცემისა მსგავსი პროგრამების მიმართ, რაც მგონია, რომ თავის მხრივ, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ დამანახა მსგავსი პროექტების მნიშვნელობა, რადგან მომეცა საშუალება გავცნობოდი ჩემი ქვეყნისთვის გამოსადეგ უამრავ სიახლეს. აუცილებელია გავითავისოთ რომ, საკუთარ ქვეყანას ისე ვერ შევძენთ ახალს და ვერ განვავითარებთ თუ საერთაშორისო გამოცდილებები არ გავიაზრეთ. ჩვენი კულტურისა და ეროვნული ღირებულების შენარჩუნება პრიორიტეტულია, ამასთან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც.

 ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი უნივერსიტეტის მიმართ, მადლობა იმისთვის რომ მსგავსი შესაძლებლობა მომცა და დამეხმარა ქვეყანას კიდევ მეტი შესაძლებლობით დავბრუნებოდი. მინდა თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რომელიც მონაწილეობს სტუდენტთა ამგვარ პროექტებში ჩართულობასა და უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბებაში.... და ბოლოს მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს, რომელიც ეხმარება თითოეულ სტუდენტს და მოტივაციას აძლევს წარმატების მიღწევის რთულ და გრძელ გზაზე.

 ვალერი ბენაშვილი

 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი