23 სექ

Delightful Antalya & Istanbul Winter School 21 Jan - 04 Feb 2023

We are happy to inform you that our renowned winter school program ‘Delightful Antalya & Istanbul Winter School 2023’ is now open and admissions have started. Both undergraduate and post graduate students can apply to this program
23 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISEN Lille უნივერსიტეტში

ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ Junia ISEN Lille უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
21 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რესპუბლიკის უნივერსიტეტში

ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
20 სექ

საჯარო ლექცია: "როგორ ვაქციოთ ინვესტირება გავლენად?"

მოხარულები ვართ, მოგიწვიოთ ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექციაზე თემაზე: "ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები".
20 სექ

უფასო იტალიური ენის კურსები სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის

ვისაც სურს იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება ან Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, ეძლევა უნიკალური შანსი ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიაროს იტალიური ენის უფასო საბაზისო კურსი, ჩააბაროს საბოლოო გამოცდა და მიიღოს საერთაშორისო ატესტატი ADA და სერტიფიკატი PLIDA
16 სექ

მესამე საერთაშორისო კონფერენცია - „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“

2022 წლის 29-30 ოქტომბერს ტარდება მესამე საერთაშორისო კონფერენცია - „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“
ყველა სიახლის ნახვა

გამოიცა მონოგრაფია

08/16/2022

აბსტრაქტი 

 

საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვა-კონტროლის სისტემის სრულყოფა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის ახალი პარადიგმა

           

ტრანსნაციონალური კორპორაციების ფუნქციონირება მოითხოვს შესაბამის ჰარმონიზაციას იმ ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურასთან და ინფრასტრუქტურასთან, სადაც ისინი ანხორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სეგმენტია ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი, მისი პერმანენტული სრულყოფის, ინტეგრაციისა და თავსებადობასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად გააზრება. აღნიშნული ეს ორი მიმართულება მოითხოვს ჰარმონიზაციის პროცესის წარმართვას როგორც ფუნქციონალური, ისე სტანდარტიზაციის კუთხით.

მონოგრაფიაში გამოკვეთილია ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის მექანიზმში ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის მსოფლიო პრაქტიკის ადაპტირება-დამკვიდრებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩამოყალიბებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის შედეგად დასკვნები, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის მეთოდიკის სრულყოფას საქართველოში.

მონოგრაფია ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების პრო­ფილის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკები­სათვის, აღრიცხვა-აუდიტის სფეროში დასაქმებული სპეცია­ლის­ტებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

 

მონოგრაფია