09 აგვ

სტუ-ში 2022/2023 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  2022 წლის 4 აგვისტოს №873517,  №873559 და  2022 წლის 5 აგვისტოს №877259, N878403 ბრძანებების თანახმად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით
02 აგვ

სადოქტორო სტიპენდიები ტუშის უნივერსიტეტში

ინფორმაცია იტალიის ტუშის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიების შესახებ:

27 ივლ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ !

დეკანატიდან ნებისმიერი თქვენთვის საჭირო დოკუმენტის (სტატუსის შესახებ ცნობა, ნიშნის ფურცელი, ფორმა 26 და ა.შ) მოთხოვნა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირებთან, შესაბამის მეილებზე
25 ივლ

აღმოსავლეთ პარტნიორობის IV ახალგაზრდული კონფერენცია

11-13 ივლისს, ქ. პრაღამ უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის IV ახალგაზრდულ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდა ლიდერების როლს დემოკრატიის გაძლიერების პროცესში, ახალგაზრდების ხელშეწყობას უფრო აქტიურად გახდნენ ჩართულები რეალური გადაწყვეტილებების მიღებისას
25 ივლ

Bulgarian Academy of Sciences, Sofia

8th International Blacksea Coastline Countries Scientific Research Conference
August 29-30, 2022 Sofia, Bulgaria
25 ივლ

ჩატარდა სამეცნიერო სპარინგი: “ევროპის გზაჯვარედინი”

2022 წლის 21 ივლისს ბეთანიაში (ღია სივრცეში) გაიმართა სამეცნიერო სპარინგი დოქტორანტებისთვის - „ევროპის გზაჯვარედინი“
ყველა სიახლის ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის IV ახალგაზრდული კონფერენცია

07/25/2022


11-13 ივლისს, ქ. პრაღამ უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის IV ახალგაზრდულ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდა ლიდერების როლს დემოკრატიის გაძლიერების პროცესში, ახალგაზრდების ხელშეწყობას უფრო აქტიურად გახდნენ ჩართულები რეალური გადაწყვეტილებების მიღებისას. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სტუ-ს ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის თანამშრომელმა, რომელიც გახლავთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, საჯარო მმართველობის დოქტორი გიორგი აგირბაია. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციამ, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გააერთიანა, სადაც მონაწილეებს პრაღაში, ჩეხეთის პარლამენტში, გახსნით ღონისძიებაზე მიმართეს პარლამენტის თავმჯოდმარემ და ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის ლორენს მერედიტი, ჯოზეფ ბორელი და სხვებმა.

აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, პირველი მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიება იყო. ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოებაში, სოციალურ-კულტურულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებში, მათ როლს განსაკუთრებულად აღნიშნავდა ყველა გამომსვლელი და მონაწილე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიების კუთხით, ინსტრუმენტები ახალგაზრდების ინკლუზიური და მნიშვნელოვანი მონაწილეობის გასაუმჯობესებლად დემოკრატიულ პროცესებში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისას. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა შეიმუშავეს საერთო დეკლარაციის ტექსტი, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდების გაძლიერების და მხარდაჭერისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, რომელიც ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს გადაეგზავნება.

კონფერენციის მონაწილე გიორგი აგირბაია, როგორც აღნიშნავს: „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები საერთაშორისო კავშირების გაძლიერებისთვის, სხვადასხვა ქვეყნების ევროპული გამოცდილების გაცნობისა და გაზიარებისთვის. ასევე ახალ პარტნიორებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების იდეებიც განვიხილეთ და შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად გაგიზიარებთ“.