09 აგვ

სტუ-ში 2022/2023 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  2022 წლის 4 აგვისტოს №873517,  №873559 და  2022 წლის 5 აგვისტოს №877259, N878403 ბრძანებების თანახმად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით
02 აგვ

სადოქტორო სტიპენდიები ტუშის უნივერსიტეტში

ინფორმაცია იტალიის ტუშის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიების შესახებ:

27 ივლ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ !

დეკანატიდან ნებისმიერი თქვენთვის საჭირო დოკუმენტის (სტატუსის შესახებ ცნობა, ნიშნის ფურცელი, ფორმა 26 და ა.შ) მოთხოვნა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირებთან, შესაბამის მეილებზე
25 ივლ

აღმოსავლეთ პარტნიორობის IV ახალგაზრდული კონფერენცია

11-13 ივლისს, ქ. პრაღამ უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის IV ახალგაზრდულ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდა ლიდერების როლს დემოკრატიის გაძლიერების პროცესში, ახალგაზრდების ხელშეწყობას უფრო აქტიურად გახდნენ ჩართულები რეალური გადაწყვეტილებების მიღებისას
25 ივლ

Bulgarian Academy of Sciences, Sofia

8th International Blacksea Coastline Countries Scientific Research Conference
August 29-30, 2022 Sofia, Bulgaria
25 ივლ

ჩატარდა სამეცნიერო სპარინგი: “ევროპის გზაჯვარედინი”

2022 წლის 21 ივლისს ბეთანიაში (ღია სივრცეში) გაიმართა სამეცნიერო სპარინგი დოქტორანტებისთვის - „ევროპის გზაჯვარედინი“
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

06/24/2022


გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 26 – 29 სექტემბერს, თბილისში ტარდება, მე-6 ქართულ - პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

კონფერენცია ორგანიზებულია სილეზინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (პოლონეთი) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით და დაგეგმილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ წარმატებული მეცნიერები და მკვლევარები როგორც საქართველოდან ასევე სხვა და სხვა ქვეყნებიდან.

გიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას კონფერენციის შესახებ (ატვირთულია ფაილი).

ასევე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ კონფერენციის ვებ გვერდზე: http://ictbea.gtu.ge/ 

კონფერენციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე

აქვე მოგმართავთ თხოვნით  შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაგვეხმაროთ კონფერენციის შესახებ აკადემიურ წრეებში ინფორმაციის გავრცელებაში და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ.

პატივისცემით

--
პატივისცემით / Best Regards
---------------------------------
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
Faculty of Transport Systems and Mechanical Engineering; Georgian Technical University
 ---------------------------------
სტუ, 0175 კოსტავას 68, კორპუსი I, ოთახი 563, თბილისი, საქართველო / GTU, 0175 Kostava str. 68, Building I, Room 563, Tbilisi, Georgia
ტელ/Phone: (+995 32) 2 77 11 11;  ვებ.გვერდი/Web: www.gtu.ge  -  gtu.ge/Stmm/


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფაილში:

კონფერენციის ინფორმაცია