24 ივნ

ILO-ში გამოცხადებული სტაჟირებების თაობაზე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სთავაზობს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, ან პირებს, ვინც არაუმეტეს ერთი წლის წინ მიიღო მაგისტრის ხარისხი
24 ივნ

საერთაშორისო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 26 – 29 სექტემბერს, თბილისში ტარდება, მე-6 ქართულ - პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”
23 ივნ

გამოიცა მონოგრაფია

გამოიცა  მონოგრაფია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
23 ივნ

ჰორიზონტი ევროპა - Hop On Facility კონკურსი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი ევროპა" აცხადებს კონკურსს Hop On Facility (HORIZON-WIDERA-2022-ACCESS-07-01).
22 ივნ

საზაფხულო კურსები რუმინეთში

ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საზაფხულო კურსებს. საზაფხულო კურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 1-12 აგვისტოს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა გახლავთ 1 ივლისი
21 ივნ

პატარა გაბრიელს გადაუდებელი მკურნალობისათვის სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს ნინო ფაილოძეს, ასოცირებულ პროფესორს გიორგი სულაშვილს და ფაკულტეტის კურსდამთავრებულს ბელა ხოტენაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება პატარა გაბრიელის გადაუდებელი მკურნალობისათვის ფინანსური დახმარება
ყველა სიახლის ნახვა

კურსდამთავრებულთა საჯარო ლექციების ციკლი

05/23/2022



გრძელდება კურსდამთავრებულთა საჯარო ლექციების ციკლი

27 მაისს 13.00 საათზე საჯარო ლექციას წაიკითხავს დავით შოშიტაშვილი.

საჯარო ლექცია ჩატარდება ზუმში.

მონაწილეებისათვის:  Participant: meeting ID: 552 400 89 40   პაროლი: gtu2020

Link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

თემა: „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და მათი როლი საქართველოს განვითარების პროცესში"

 

დავით შოშიტაშვილი არის ბიზნეს ადმინისტრირების და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი.

დავით შოშიტაშვილმა 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2006 წელს მან წარჩინებით დაასრულა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

დავით შოშიტაშვილს აქვს 15 წლიანი (2004-2019 წწ.) მუშაობის სტაჟი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზოციაზე. ბოლო პერიოდში მას დაკავებული ჰქონდა ხელმძღვანელი პოზიცია. იგი კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისინებული საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას; მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებზე და პოლიტიკის განვითარების პროგრამებზე.

2009 წლიდან დავით შოშიტაშვილი კოორდინაციას უწევდა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას საქართველოში და იყო საჯარო ფინანსების მართვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. იგი ასევე კოორდინაციას უწევდა აშშ-ს მიერ უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტით (FATCA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს საქართველოში.

2018-2019 წლებში დავით შოშიტაშვილი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ტრენერი/ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში.

2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე მუშაობდა აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში (მანილა, ფილიპინები) აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე.

2021 წლის აპრილიდან იკავებს ბიზნეს ადმინისტრირების და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის თანამდებობას თბილისის თავისუფალ აკადემიაში. 2021 წლის იანვრიდან ასევე არის აკადემიის ასისტენტ პროფესორი.