24 ივნ

ILO-ში გამოცხადებული სტაჟირებების თაობაზე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სთავაზობს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, ან პირებს, ვინც არაუმეტეს ერთი წლის წინ მიიღო მაგისტრის ხარისხი
24 ივნ

საერთაშორისო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 26 – 29 სექტემბერს, თბილისში ტარდება, მე-6 ქართულ - პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”
23 ივნ

გამოიცა მონოგრაფია

გამოიცა  მონოგრაფია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
23 ივნ

ჰორიზონტი ევროპა - Hop On Facility კონკურსი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი ევროპა" აცხადებს კონკურსს Hop On Facility (HORIZON-WIDERA-2022-ACCESS-07-01).
22 ივნ

საზაფხულო კურსები რუმინეთში

ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საზაფხულო კურსებს. საზაფხულო კურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 1-12 აგვისტოს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა გახლავთ 1 ივლისი
21 ივნ

პატარა გაბრიელს გადაუდებელი მკურნალობისათვის სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს ნინო ფაილოძეს, ასოცირებულ პროფესორს გიორგი სულაშვილს და ფაკულტეტის კურსდამთავრებულს ბელა ხოტენაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება პატარა გაბრიელის გადაუდებელი მკურნალობისათვის ფინანსური დახმარება
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

05/20/2022


ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19596


სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.06.2022.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 ივნისამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 ივნისამდე.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში ნომინირებულმა კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: გარემოსდაცვა, მათემატიკა და სტატისტიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი, სამშენებლო და  სატრანსპორტო მიმართულებები).


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge