27 ივნ

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტი

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“
24 ივნ

ILO-ში გამოცხადებული სტაჟირებების თაობაზე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სთავაზობს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, ან პირებს, ვინც არაუმეტეს ერთი წლის წინ მიიღო მაგისტრის ხარისხი
24 ივნ

საერთაშორისო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 26 – 29 სექტემბერს, თბილისში ტარდება, მე-6 ქართულ - პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”
23 ივნ

გამოიცა მონოგრაფია

გამოიცა  მონოგრაფია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
23 ივნ

ჰორიზონტი ევროპა - Hop On Facility კონკურსი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი ევროპა" აცხადებს კონკურსს Hop On Facility (HORIZON-WIDERA-2022-ACCESS-07-01).
22 ივნ

საზაფხულო კურსები რუმინეთში

ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საზაფხულო კურსებს. საზაფხულო კურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 1-12 აგვისტოს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა გახლავთ 1 ივლისი
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

05/18/2022


სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით რიგით მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ფაკულტეტის დაარსებიდან 6  წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მეცნიერების მიმართულებით, სტუ-ის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახნა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი არის, ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი, რომელმაც 6 წლის მანძილზე გაზარდა არა ერთი მაღალკვალიფიციური კადრი. დღეს ფაკულტეტზე სწავლობს 2000-მდე სტუდენტი. აქ ისწავლება 5 საბაკალავრო, 6 სამაგისტო და 2 სადოქტორო პროგრამა, სამივე საფეხურზე ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, საჯარო მმართველობის და საბანკო მიმართულების პროგრამები, ფაკულტეტს აქვს ინგლისურ და რუსულენოვანი პროგრამებიც. ფაკულტეტი მოთხოვნადია, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც აქ ასწავლის. მინდა მათ მივულოცო საიუბილეო თარიღი და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციაზე პანონიის უნივერსიტეტისა და გერმანიის ზაარლანის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქამიანობაში წარმატება უსურვეს.

კონფერენციის მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მენეჯმენტის, ეკონომიკისა და აგრობიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები; საჯარო მმართველობისა და სამართლის პრობლემები; ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები; ტურიზმისა და მარკეტინგის პრობლემები.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თანამშრომლებსა და წარმატებულ სტუდენტებს საპატიო სიგელები გადასცა.

„6 წლის წინ, 16 მაისს შეიქმნა ჩვენი ფაკულტეტი. დაარსების დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწელს 16 მაისს ჩაგვეტარებინა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციაში ჩართულები არიან საქართველოში აკრედიტირებული თითქმის ყველა უნივერსიტეტის, ასევე უცხო ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები“ - განაცხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ.