01 ივლ

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია შენგელია,  Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2022-წლის 6 მაისის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში (Istanbul Bilgi University (თურქეთი))
29 ივნ

გამოიცა მონოგრაფია

გამოიცა  მონოგრაფია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
29 ივნ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ესპანეთში

Erasmus+ მოკლევადიან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი, 5-13 ივნისს,  იმყოფებოდა ესპანეთის ქ. მოლინაში
28 ივნ

ფესტივალი - „6th edition of STARMUS Festival”

5-10 სექტემბერს ქ. ერევანში დაგეგმილია ფესტივალი - „6th edition of STARMUS Festival”, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ფესტივალს სამეცნიერო დარგში
28 ივნ

მარი სკლადოვსკა-კიურის სემინარი სტუ-ში

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც “ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით, სტუ-თან პარტნიორობით გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
27 ივნ

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტი

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო კონფერენცია

05/16/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“


24-26 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართება.

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარენენ ცოდნასა და ახალ იდეებს, საშუალება ექნებათ განიხილონ მათ შესაბამის სფეროებში არსებული სიახლეები და თანამედროვე ტენდენციები. გარდა ამისა, კონფერენცია აკადემიურ პერსონალსა და დარგის ექსპერტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონგრესის პროგრამის ანონსი: 2022 წლის 06 ივნისი

რეზიუმის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივნისი

რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 2022 წლის 03 ივნისი

სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივლისი

სამეცნიერო კრებულის გამოცემა: 2022 წლის 30 ივლისი

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.sciencegeorgia.com/ka/tbilisi