01 ივლ

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია შენგელია,  Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2022-წლის 6 მაისის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში (Istanbul Bilgi University (თურქეთი))
29 ივნ

გამოიცა მონოგრაფია

გამოიცა  მონოგრაფია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
29 ივნ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ესპანეთში

Erasmus+ მოკლევადიან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი, 5-13 ივნისს,  იმყოფებოდა ესპანეთის ქ. მოლინაში
28 ივნ

ფესტივალი - „6th edition of STARMUS Festival”

5-10 სექტემბერს ქ. ერევანში დაგეგმილია ფესტივალი - „6th edition of STARMUS Festival”, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ფესტივალს სამეცნიერო დარგში
28 ივნ

მარი სკლადოვსკა-კიურის სემინარი სტუ-ში

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც “ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით, სტუ-თან პარტნიორობით გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
27 ივნ

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტი

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“
ყველა სიახლის ნახვა

მაროკოს Erasmus+ ეროვნული ოფისი - Erasmus სამეცნიერო დღეები 2022

05/15/2022


ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციის შესახებ „Erasmus სამეცნიერო დღეები 2022“, რომელიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ინოვაციების სფეროში უმაღლესი დონის სამეცნიერო გაცვლებს

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19536


 2022 წლის 17-18 ოქტომბერს მარაკეშში (მაროკო) გაიმართება პირველი „Erasmus სამეცნიერო დღეები 2022“, რომელიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ინოვაციების სფეროში უმაღლესი დონის სამეცნიერო გაცვლებს. ღონისძიება მაროკოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით და, ასევე, უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამინისტროს, მაროკოში ევროკავშირის დელეგაციისა  და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა მაროკოს კონფერენციის (Moroccan Conference of University Presidents - CPU) ხელშეწყობით ჩატარდება.

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება როგორც პირისპირ, ისე ონლაინრეჟიმში და მისი თემატიკა ეხება უმაღლეს განათლებასა და ინოვაციებში თანამშრომლობასა და კვლევებს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  • განათლება, ტრეინინგი, შრომის კომპეტენციები
  • სტუდენტებისა და თანამშრომლების აკადემიური მობილობა უმაღლეს განათლებაში
  • ინტერნაციონალიზაცია
  • ინკლუზია / შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უმაღლეს განათლებაში
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 01.07.22 (შესაძლებელია, სრული სტატიის წარდგენაც).

შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ინდექსირებულ ჟურნალში.

საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცა იხილეთ აქ.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: erasmus@erasmusplus.ma

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge