23 მაი

კურსდამთავრებულთა საჯარო ლექციების ციკლი

გრძელდება კურსდამთავრებულთა საჯარო ლექციების ციკლი, 27 მაისს 13.00 საათზე საჯარო ლექციას წაიკითხავს დავით შოშიტაიშვილი.
22 მაი

Invitation to the international conference at DSUIA

Dnipropetrovsk State University of Internal Affairs announces ІІ INTERNATIONAL SCIENTIFIC-AND-PRACTICAL CONFERENCE Human Rights Protection in Ukraine in Martial Law: Key Problems and Their Solution scheduled on 24 June 2022
22 მაი

მივლინების ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ქავთარაძის Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში მივლინების ანგარიში
22 მაი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში

ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის
20 მაი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ინფორმაცია ERASMUS+  გაცვლითი პროგრამის შესახებ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის
20 მაი

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“, ავტორები: ნ.ფაილოძე, რ.ქუთათელაძე, ლ.ჭუმბურიძე, ზ.თოლორდავა
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კურსდამთავრებულის საჯარო ლექცია

05/13/2022


ჩატარდა კურსდამთავრებულის საჯარო ლექცია

 

 11 მაისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე “zoom”-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა მაია ონიანის საჯარო ლექცია თემაზე : "სოციალური პოლიტიკა, როგორც ადამიანის შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების რეალიზაციის მექანიზმი"

მაია ონიანი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სამდივნოს უფროსია.

წარჩინებით დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „იბერია“-ს იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, ხოლო დოქტორის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში მოიპოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

იურისპუდენციის მიმართულებით ჩაბარებული აქვს: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე, გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კომპლექსური სასწავლო კურსი, სადაც ჩაბარებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2014 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია (სიითი/ID №6290), საერთო სპეციალიზაციით.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში გავლილი აქვს სასერტიფიკაციო კურსი, „საგადასახადო საქმე და სახელმწიფო შესყიდვები“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოხელის ლიცენზია აქვს მოპოვებული და წლების განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ - „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ - საუბნო საარჩევნო კომისიების - ტრენერი.

მაია ონიანს გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მონაწილეობა მიღებული აქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა დროს გამართულ კონფერენციებში.

საჯარო ლექცია გახსნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, შეხვედრას პროფესორ- მასწვლებლებთან ერთად ესწრებოდნენ სტუდენტები და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია მათვის საინტერესო საკითხების შესახებ.