20 მაი

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“, ავტორები: ნ.ფაილოძე, რ.ქუთათელაძე, ლ.ჭუმბურიძე, ზ.თოლორდავა
19 მაი

სემინარების შეფასების კომისიები

ბრძანება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სემინარების შეფასებისათვის კომისიების შექმნის შესახებ
19 მაი

კოლოკვიუმების შეფასების კომისიები

ბრძანება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კოლოკვიუმების შეფასებისათვის კომისიების შექმნის შესახებ
18 მაი

ჩატარდა კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2022 წლის 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
18 მაი

ბრძანება საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის
18 მაი

სახელმწიფო სტიპენდიანტთა სია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სახელმწიფო სტიპენდიანტთა სია (2021-2022, 1 სემესტრი)
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში

01/24/2022


გიგზავნით ინფორმაციას ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის  შესახებ  ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18694

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის (დამამთავრებელი კურსი), მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის Erasmus+ ინტერნშიპი (სტაჟირება) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში. ინტერნშიპი 2-3 თვით განხორციელდება 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში. პრიორიტეტულია ნიადაგთმცოდნეობის სამეცნიერო მიმართულება).

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/