20 მაი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ინფორმაცია ERASMUS+  გაცვლითი პროგრამის შესახებ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის
20 მაი

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“, ავტორები: ნ.ფაილოძე, რ.ქუთათელაძე, ლ.ჭუმბურიძე, ზ.თოლორდავა
20 მაი

1 და 2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია

მიმდინარე წლის 1 და 2 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“
19 მაი

სემინარების შეფასების კომისიები

ბრძანება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სემინარების შეფასებისათვის კომისიების შექმნის შესახებ
19 მაი

კოლოკვიუმების შეფასების კომისიები

ბრძანება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კოლოკვიუმების შეფასებისათვის კომისიების შექმნის შესახებ
18 მაი

ჩატარდა კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2022 წლის 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში

01/24/2022
ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ლ'აკვილას უნივერსიტეტში 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18696

ლ’აკვილას უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლ'აკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ლ'აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ  აქ

იტალიური ენისა და კულტურის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლაკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,  სააპლიკაციო ფორმა სტუდენტებისთვის იხილეთ  აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს უნივერსიტეტებიდან ლ’აკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).


აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ლ’აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმა თანამშრომლებისთვის იხილეთ აქ

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ლ’აკვილას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს უნივერსიტეტებიდან ლ’აკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).

პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
  International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge