18 იან

Invitation to IPEC & CIOE Zoom Webinar

Evolution from Pluggable to OIO, Enabling Ultra-Broadband Optical Connectivity for Future Data Centers
18 იან

სტუ 100

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გახსნა მსოფლიოში წამყვანმა პარტნიორმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრებმა და ორგანიზაციებმა მიულოცეს
17 იან

“წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

“წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია
14 იან

ფოტო-კონკურსი 2022 უცხოელი სტუდენტებისთვის

2021 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა ფოტო კონკურსი უცხოელი სტუდენტებისათვის "Georgia the Way I See it". პირველ წელს მონაწილეთა უმრავლესობა იბსუს სტუდენტები იყვნენ. მიმდინარე წელს გვსურს ამ პროექტის მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად გვინდა შემოგთავაზოთ პარტნიორობა.
12 იან

ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელთა ინიციატივა

სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, შევეხოთ, ჩვენი ეროვნული ფასეულობების, ქართული ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.
11 იან

ჟურნალ „ეკონომიკის” სპეციალური ნომერი მიეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს

ასწლოვანი ყოველთვიური საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომიკის“ სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით ახალი 2022 წლის დასაწყისში ჟურნალის სპეციალური ნომერი მიეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის პროფესორების წარმატება

12/29/2021


სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი

SP-2-21-162

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 9 დეკემბრის N 157 ბრძანების თანახმად, გამარჯვებული პროექტი საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში უმაღლესი შეფასებით გახლავთ „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვა-კონტროლის სისტემის სრულყოფა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის ახალი პარადიგმა“. პროექტის ხელმძღვანელი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გიორგი სულაშვილი, პროექტის კოორდინატორი არის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიტს ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი ანზორ აბრალავა, პროექტის ძირითადი პერსონალი არის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის დეპარტამენტის პროფესორი ნინო ფაილოძე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი იაშა მურვანიძე.

პროექტის ფარგლებში მომზადდება და გამოიცემა მონოგრაფია „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვა-კონტროლის სისტემის სრულყოფა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის ახალი პარადიგმა“. მონოგრაფიის რეცენზენტები იქნებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი და ეკონომიკურ მეციერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ლიპარტია.

მონოგრაფიის რედაქტორები იქნებიან: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჯალაღონია და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალის „ბიზნესი და კანონმდებლობა“ მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა.