23 სექ

Delightful Antalya & Istanbul Winter School 21 Jan - 04 Feb 2023

We are happy to inform you that our renowned winter school program ‘Delightful Antalya & Istanbul Winter School 2023’ is now open and admissions have started. Both undergraduate and post graduate students can apply to this program
23 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISEN Lille უნივერსიტეტში

ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ Junia ISEN Lille უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
21 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რესპუბლიკის უნივერსიტეტში

ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
20 სექ

საჯარო ლექცია: "როგორ ვაქციოთ ინვესტირება გავლენად?"

მოხარულები ვართ, მოგიწვიოთ ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექციაზე თემაზე: "ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები".
20 სექ

უფასო იტალიური ენის კურსები სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის

ვისაც სურს იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება ან Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, ეძლევა უნიკალური შანსი ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიაროს იტალიური ენის უფასო საბაზისო კურსი, ჩააბაროს საბოლოო გამოცდა და მიიღოს საერთაშორისო ატესტატი ADA და სერტიფიკატი PLIDA
16 სექ

მესამე საერთაშორისო კონფერენცია - „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“

2022 წლის 29-30 ოქტომბერს ტარდება მესამე საერთაშორისო კონფერენცია - „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“
ყველა სიახლის ნახვა

წერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს

12/14/2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს,

პროფ. დოქტ. დ.გურგენიძეს

12.11.2021

თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის

ძვირფასო ბატონო პროფ.დოქტ. დ.გურგენიძე,

რამდენიმე კვირის წინ ჩემი კოლეგისგან, პროფ. საპატ.დოქტ. ვილჰელმ ჰაუზერისგან გადავიბარე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს (HTW Saar) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) შორის თანამშრომლობის კოორდინაციაზე პასუხისმგებლის ფუნქციები.  HTW Saar–ს და სტუ–ს შორის თანამშრომლობა 1980–იანი წლებიდან არსებობს და მრავალ წარმატებულ ერთობლივ პროექტს მოიცავს. ამჟამად მსურს შეგატყობინოთ მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მიმდინარე პროექტები:

–        სტუ-ს სტუდენტების მონაწილეობა HTW–ს ონლაინ ლექციებში 2020 წლის ზამთრის სემესტრიდან;

–        პროფ. საპატ.დოქტ. ვილჰელმ ჰაუზერის მოწვეული პროფესორობა სტუ–ში და ლექციები კონტროლისა და ლოგისტიკის საგნებში;

–        რეგულარული ონლაინ ლექციები HTW–ს წარმომადგენლების მხრიდან სტუ-ს სტუდენტებისთვის;

–        HTW Saar-ის წარმომადგენლების მონაწილეობა და ლექციები RIPA-ს შეხვედრებში (საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტი);

–        სადოქტორო  პროგრამის შემუშავება სტუ–ში, რომლითაც დაინტერესებულნი არიან ასევე HTWSaar-ის მაგისტრები;

დაგეგმილი პროექტები:

-         HTW Saar-ის პროფესორების მონაწილეობა სტუ–ს საერთაშორისო კონფერენციებში;

-         სტუ–ს პროფესორების მონაწილეობა HTW Saar-ის  საერთაშორისო კონფერენციებში;

-         HTWSaar-ის პროფესორების და სტუდენტების ვიზიტი სტუ-ში; ასევე სტუ–ს ლექციებზე დასწრება 2022–ს გაზაფხულის სემესტრში;

-         სტუ–ს პროფესორების და სტუდენტების ვიზიტი HTWSaar-ში. ასევე HTWSaar-ის ლექციებზე დასწრება 2022–ს გაზაფხულის სემესტრში – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)-ის დაფინანსების მოპოვება; DAAD-ში განაცხადის წარდგენა სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ.

-         მაგისტრატურის „ორმაგი დიპლომის“ პროექტის მომზადება.

ჩვენ ძალიან კარგად და ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სტუ–ს პროფესორებთან. კერძოდ: პროფ. დოქტ. რუსუდან ქუთათელაძე, პროფ. დოქტ. გენადი იაშვილი, პროფ. დოქტ. თინათინ იაშვილი, პროფ. დოქტ. ანზორ აბრალავა, პროფ. დოქტ. ბესიკ შერაზადიშვილი, პროფ. დოქტ. მარიამ ცაცანაშვილი.

იმედი გვაქვს მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ არსებულ თანამშრომლობას. მოხარული ვართ თქვენთან თანამშრომლობით.


პროფ.დოქტ. შტეფან ჰუტერი

სტუ–HTW-ს  თანამშრომლობის

კოორდინაციაზე პასუხისმგებელი


პროფ.დოქტ. შტეფან ჰუტერის წერილის დედანი