30 ნოე

ჩატარდა კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2021 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“, რომელიც მიეძღვნა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
29 ნოე

Erasmus+ საინფორმაციო ღონისძიებების გრაფიკი და ბმულები

დეტალური ინფორმაცია Erasmus+ საინფორმაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასევე, საინფორმაციო ღონისძიებათა განრიგი
29 ნოე

Erasmus+ საგრანტო კონკურსის საინფორმაციო ღონისძიებები

გამოცხადდა Erasmus+ 2021-2027 წლების პროგრამა, რომელშიც შეტანილია მომავალ წელს გამოსაცხადებელი ყველა ქოლი
26 ნოე

წიგნის პრეზენტაცია

3 დეკემბერს 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში , გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის დოქტორი ლაშა გოგიძის წიგნის პრეზენტაცია
26 ნოე

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კვლევითი ნაშრომების  კონკურსი დაიწყო
26 ნოე

ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმზე მონაწილეობა

დროული რეგისტრაციისთვის საქართველოს ინტერნეტ მმართვლეობის ფორუმის წევრების სახელით გვინდა მოგიწვიოთ საქართველოს ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმზე თარიღი: 2021 წლის 30 ნოემბერი - 1 დეკემბერი
ყველა სიახლის ნახვა

Junia ISEN Lille - მოწვეული პროფესორის სალექციო კურსი კომპიუტერულ მეცნიერებებში

11/24/2021



ინფორმაცია ISEN Lille უნივერსიტეტის (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) წინადადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სტუ-ს პროფესორის მიერ კომპიუტერულ მეცნიერებებში სალექციო კურსის წაკითხვას ფრანგულ უნივერსიტეტში

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=18388

ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) იწვევს უცხოელ კოლეგებს, რომელიც დაინტერესებული იქნება, როგორც მოწვეულმა პროფესორმა (Visiting Professor) ჩაატაროს  სალექციო კურსი (8-12 საათი).

სალექციო კურსის ჩატარების პერიოდია 2022 წლის 10 იანვრიდან 15 აპრილამდე (შეთანხმების მიხედვთ).
შესაძლებელია მობილობისთვის ერაზმუს მობილობის გამოყენებაც სწავლების მიზნით.

სალექციო კურსი ითვალისწინებს ISEN Lille უნივერსიტეტში 8-12 საათის წაკითხვას დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიში.

სალექციო კურსის კონტენტი:
  • კომპიუტერის არქიტექტურა და ქსელები
  • დამატებითი დაპროგრამება (C)
  • ვებ პროგრამირება (HTML, CSS, JS ჩარჩოები)
  • პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტება (Java)
დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფრანგ კოლეგას ISEN Lille უნივერსიტეტიდან:
ვირა ვანეპანი (Vira WANNEPAIN), საერთაშორისო თანამშრომლობის სპეციალისტი
საერთაშორისო ოპერაციებისა და ურთიერთობების დეპარტამენტი
ელ.ფოსტა: vira.wannepain@junia.com
ტელ.: 33 (0)3 28 38 48 23


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge