27 იან

კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2022 წლის 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ("Globalization and Modern Business Challenges"; «Глобализация и современные вызовы бизнеса»)
27 იან

6th International New York Conference

6th International New York Conference on Evolving Trends In Interdisciplinary Research & Practices April 3-5, 2022  Manhattan, New York
27 იან

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023

საფრანგეთის მთავრობა, კამპუს ფრანსი და განათლების საერთაშორისო ცენტრი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, ქართველ სტუდენდებს საფრანგეთში სტიპენდიებს სთავაზობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე სრული დაფინანსება მოიპოვონ.
26 იან

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი გთავაზობთ სტუდენტური ჯგუფის ვიზიტს გერმანიაში, პარტნიორ უნივერსიტეტში (ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი)
26 იან

იუნესკოს “მონაწილეობის პროგრამა” 2022-2023

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2022-2023 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად
25 იან

უკრაინის მთავრობის სტიპენდია

უკრაინის მთავრობის მიერ გამოყოფილია 5 სტიპენდია
საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო და
სამაგისტრო პროგრამებზე.
ყველა სიახლის ნახვა

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსი

11/26/2021


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კვლევითი ნაშრომების  კონკურსი დაიწყო. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.

რა უნდა გააკეთოს დაინტერესებულმა პირმა?
დაინტერესებულმა კანდიდატმა დავალების შესასრულებლად უნდა გამოაგზავნოს არჩეული თემის პირველადი წინადადება და აბსტრაქტი/რეზიუმე.

რა შესაძლებლობები ექნებათ მონაწილეებს?

დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ:

·       კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან;

·       მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

ნაშრომის გაგზავნის ვადები:

პირველადი წინადადება და აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზეyoungeconomists@nbg.gov.ge  2021 წლის 29 ნოემბრამდე.

ჯილდო:

1.     3-თვიანი ანაზღაურებადი (1000 ლარი, დარიცხული) კვლევითი სტაჟირება.

2.     საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანის, ამოცანის, გადაჭრის გზებისა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საშუალებით,  შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

3.     საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გაატარებენ ერთ სრულ სამუშაო დღეს, დაესწრებიან პრეზიდენტის ყველა საქმიან შეხვედრას და მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში.

4.     ორივე გამარჯვებულის შესახებ ეროვნული ბანკი გადაიღებს ვიდეო-პროფილს, სადაც ისინი ისაუბრებენ თემის შესახებ.

ვთვლით, რომ აღნიშნული კონკურსი ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. გაუზიარეთ ინფორმაცია მათ, ვისთვისაც თვლით, რომ საინტერესო იქნება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

პატივისცემით

 სოფიკო მამნიაშვილი

 cid:image001.png@01D7308F.014896F0

პრეზიდენტის აპარატის

 

თბილისი, სანაპიროს ქ N2, 0114.

ტელ: (+995 568) 768146

ელ.ფისტა: sophiko.mamniashvili@nbg.gov.ge