02 დეკ

დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა "1st Mobility in Transition"

ინფორმაცია  დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ, ტრანსპორტის პრობლემებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
01 დეკ

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum 2021-2022"

ინფორმაცია „Stipendium Hungaricum 2021-2022" უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ
27 ნოე

საქართველოს მოქალაქეებისთვის IT სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა იწყება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, IT-სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამის დაწყებას აანონსებს
27 ნოე

ინფორმაცია ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ

გთავაზობთ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის განახლებულ წესს
26 ნოე

ონლაინ კონფერენცია-დისკუსია

თბილისის ღია უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ ინიციატივით ტარდება კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარული და სამედიცინო ფაკულტეტების პროფესორები და სტუდენტები.
24 ნოე

გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფი - სტაჟირება

ინფორმაცია  გაეროს  ბავშვთა და  ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სტაჟირების შესახებ საგრანტო პროსპექტორისა და კომუნიკაციების ასისტენტის პოზიციებზე
ყველა სიახლის ნახვა

აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

10/27/2020 ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას, რომელიც 2021 წლის 18 იანვრიდან 9 აპრილამდე გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 კვირიდან 12 კვირამდეა.

როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული აკადემიური პერსონალი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩანდიგარის უნივერსიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ინდოეთში ტრანსპორტირებით და საცხოვრებელით, თუმცა მიმღები უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს თვითმფრინავის ბილეთებსა ან ნებისმიერი სახით ფულად გასამრჯელოს.

  პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
  • სასტუმროში განთავსებას
  • ტრანსფერს აეროპორტიდან
  • მასპინძლობას და კვებას (საუზმე, ლანჩი, სადილი)
  • კულტურულ ექსკურსიას ქალაქის გარშემო
  • ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომას
ჩანდიგარის უნივერსიტეტი, ასევე, სთავაზობს ერთობლივი კვლევების შესაძლებლობას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ თავინთი პროფილი/CV და სამოტივაციო წერილი სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221).

შერჩეულ კანდიდატებს ინდური მხარის მიერ პასუხი ეცნობებათ 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.