26 ნოე

ონლაინ კონფერენცია-დისკუსია

თბილისის ღია უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ ინიციატივით ტარდება კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარული და სამედიცინო ფაკულტეტების პროფესორები და სტუდენტები.
24 ნოე

გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფი - სტაჟირება

ინფორმაცია  გაეროს  ბავშვთა და  ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სტაჟირების შესახებ საგრანტო პროსპექტორისა და კომუნიკაციების ასისტენტის პოზიციებზე
24 ნოე

ჩანდიგარის უნივერსიტეტი - ონლაინ სემესტრული პროგრამა

ინფორმაცია  ინდოეთის  ჩანდიგარის უნივერსიტეტის ონლაინ სემესტრული სასწავლო პროგრამის შესახებ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის
24 ნოე

ლიუბლიანას უნივერსიტეტი - სადოქტორო საზამთრო სკოლა

ინფორმაცია  სლოვენიის ლიუბლიანას უნივერსიტეტის სადოქტორო საზამთრო სკოლის შესახებ
18 ნოე

ინფორმაცია 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განახლებული სასწავლო განრიგის შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში შემოდგომის (II) სემესტრის განახლებულ სასწავლო განრიგს
16 ნოე

ტარდება საერთაშორისო კონფერენცია

VIII International Scientific and Practical Conference «DEVELOPMENT OF ACCOUNTING, AUDIT, AND TAXATION IN THE CONDITIONS OF INNOVATIVE TRANSFORMATION OF SOCIO-ECONOMIC SYSTEMS»
November 25, 2020 (Kropyvnytskyi, Ukraine
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

10/20/2020 პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Poznan University of Life Sciences - PULS) (პოზნანი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ადმინსიტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია კვების ტექნოლოგიები, სატყეო მიმართულება).