13 მაი

სტუდენტური კონფერენცია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მიმიდნარე წლის 11 ივნისს ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობელემები: სტუდენტური ხედვა".
13 მაი

ჩატარდა ვებინარი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით

27 აპრილს მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა საინტერესო ვებინარი „ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“
13 მაი

ცხადდება ვაკანსია

შპს ‘’სოლომონ ართს გალერია‘’ აცხადებს 1 ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.  ვაკანსია შეიძლება დაიკავოს წარჩინებულმა (რეიტინგი 91-ის ზემოთ) ბაკალავრმა (მე-4 დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა) ან მაგისტრანტმა.
08 მაი

კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2021

ინფორმაცია კონკურსის შესახებ აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2021, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით
05 მაი

ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლა

ინფორმაცია ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც პროექტის მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება
27 აპრ

ჩატარდა საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 21აპრილს  პროფესორმა იოსებ ბაჩიაშვილმა სამეცნიერო-პედაგოგიური საზოგადოებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ეკონომიკისა და სამართლის შესაბამისობის თანამედროვე ტენდენციები"
ყველა სიახლის ნახვა

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

10/20/2020 იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე 

იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  

აკადემიური კალენდარი და აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).